ვერძი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჰარმონიასა და კომპრომისს უნდა მიაღწიოთ. გამონახეთ დრო ოჯახის წევრების დასახმარებლად. ნუ აქცევთ ყურადღებას ცრურწმენებს.
კურო
ნაკლებად დაუგდეთ ყური “კეთილისმსურველებს”. აგრეთვე მათ, ვინც თქვენთან საწუწუნოდ მოდის. მეტი დრო გამონახეთ საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
ტყუპი
ნუ გაირთულებთ ცხოვრებას ზედმეტი ვალდებულებებით. მხოლოდ ის საქმე აკეთეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. სანამ საკუთარ ცხოვრებას არ გაიუმჯობესებთ სხვას ნურაფერს დაპირდებით.
კირჩხიბი
გარშემო მყოფები ემოციურ ადამიანად აღგიქვამენ. ნუ მიგაქვთ ყველაფერი გულთან ახლოს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
კარგი დღეა საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩასაბმელად. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
ქალწული
სამსახურში/სასწავლებელში მომხდარი ცვლილებები დაკვირვებასა და გადახედვას საჭიროებს. მეუღლეს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ, ასე გაიუმჯობესებთ ურთიერთობას.
სასწორი
გარშემო მყოფები აქტიურად ცდილობს თქვენს ცხოვრებაში ჩარევას და თქვენთვის ჭკუის სწავლებას. დიპლომატიურად და ღიმილით მიუჩინეთ ყველას თავისი ადგილი.
მორიელი
მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს დღეს ნუ მიიღებთ. გადახედეთ შემოთავაზებულ წინადადებებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი
თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ, მაგრამ შეგიძლიათ საღამოს სამომავლო გეგა ჩამოწეროთ.
თხის რქა
წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ ეცადეთ, “თავში არ აგივარდეთ”. იყავით მშვიდი და გაწონასწორებული, განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება.
მერწყული
დღეს მოწყენილობა გეკრძალებათ. დაკავდით თქვენთვის საინტერესო საქმიანობით; შეხვდით თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს.
თევზები
ეცადეთ, მეტად ბედნიერი იყოთ. გაინებივრეთ თავი სუფთა ჰაერზე სეირნობით, გემრიელი კერძეით. დღეს ნუ შეიცვლით იმიჯს.