30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30/10/2019

ვერძი
გარშემო მყოფებთან ყოველთვის ჰარმონია ვერ გექნებათ. თქვენ გაქვთ თქვენი საქმეები და ურთიერთობის გარკვევა-მოგვარებაზე ნუ მოცდებით.

კურო
პოზიტიური შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ისწავლეთ დიალოგს სწორად წარმართვა. ნუ ზარმაცობთ, თქვენ უკვე მზად ხართ უფრო რთული დავალებების შესასრულებლად.

ტყუპი
საკუთარ მოსაზრებებს გარშემო მყოფებს ნუ მოახვევთ. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. განსაკუთრებით როცა საქმე პირადი ცხოვრების დარეგულირებას ეხება. ეცადეთ, მეტად დაამტკიცოთ თქვენი ერთგულება.

კირჩხიბი
კარგად იცით როგორც უნდა მოიქცეთ და რაც უნდა გააკეთოთ. დღეს ამაყი იქნებით საკუთარი მიღწევებით. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული შესაძლებლობები.

ლომი
ურთიერთობის, მიმოწერის, მეგობრებთან ერთად დროს გატარების დღეა. ეცადეთ, ბოროტად არ ისარგებლოთ ახლობლების კეთილგანწყობით. არავის გაუმხილოთ რა წყაროდან იღებთ ფულს.

ქალწული
დაგროვილი და გადადებული საქმეები მოგვარების დღეა. თანამოაზრეებთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ უმჯობესია, ჯერ ძველი პროექტები დაასრულოთ.

სასწორი
საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობის გამო საქმეებსაც ვერ უდებთ გულს. იყავით მეტად ძლიერი და დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.

მორიელი
ნუ ხართ ზედმეტად პირდაპირი. ხანდახან ადამიანს სიმართლე შერბილებულად უნდა უთხრათ. მეგობრულ საუბარს მკაცრ დაკითხვად ნუ გადააქცევთ.

მშვილდოსანი
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას უფროსთან. ნუ ილაპარაკებთ ისეთ თემებზე, რომ არავინ მოგისმინოთ. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა
მშვიდი და კომფორტული დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ გადადებული პროექტების მოგვარებას. დოკუმენტებზე მუშაობისას მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ.

მერწყული
საკუთარ გაღიზიანებულობას სხვებს ნუ დაანახვებთ. იყავით მეტად მობილიზებული საკუთარ ვალდებულებებზე და სხვის საქმეებში ნუ ჩაერევით.

თევზები
მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას და უფრო მეტი, მათთან კამათს. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ და უსარგებლო ნივთებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0