400 ლარიანი პაკეტით ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთება უკვე 742 სოფელშია შესაძლებელი

გაზიფიცირებული პუნქტების ჩამონათვალს, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეუძლია, ერთი დასახლებული პუნქტი, წყალტუბოს რაიონის სოფელი უკანეთი დაემატა. დასახლებათა სრული ჩამონათვალი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ვებ გვერდზეა განთავსებული.
„გაზიციფირებულ დასახლებათა ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებაში გაზიფიცირებული სოფლების დამატება ხდება გამანაწილებელი კომპანიების მიერ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირების დასრულების შესახებ კომისიისთვის მიწოდებული მონაცემების საფუძველზე. ამჟამად, ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა სულ 742 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი.
გამანაწილებელ ქსელებზე მიერთებასთან დაკავშირებით კომისიის ვებ გვერდზე www.gnerc.org მიერთების საფასურის გამომთვლელია განთავსებული. გამომთვლელი იძლევა საშუალებას მოქალაქეებმა აირჩიონ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელებზე ახალი მომხმარებლის მიერთების პაკეტები, გამოიანგარიშონ მომსახურების საფასური და შესაბამისი სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები.

Visited 173 times, 1 visit(s) today