5 მაისს ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

04/05/2018

ევროპის დღესთან დაკავშირებით, რიყის პარკში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებიდან გამომდინარე, 5 მაისის 10 საათიდან დღის ბოლომდე ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება და ტრანსპორტი მეტეხის ხიდზე გადასვლის ნაცვლად, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, აუხვევენ მშრალ ხიდზე და ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით მოხვდებიან ჯერ ბარათაშვილის ხიდზე, ხოლო შემდეგ – ბარათაშვილის ქუჩაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0