ვერძი
უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი და ეცადეთ, გარშემო მყოფების საქმეებში, კონფლიქტებში არ ჩაერიოთ. უფრო მეტიც, არ დაუჭიროთ მხარი არც ერთ მოკამათეს.
კურო
საინტერესო შემოთავაზებების დღეა. ყურადღება გაამახვილეთ დეტალებზე. საღამო საქმეებისგან გამოითავისუფლეთ და ის დროის სასიამოვნოდ გატარებას დაუთმეთ.
ტყუპი
დღეს ცხოვრება მიგახვედრებით, რომ სანამ თავად არ გააქტიურდებით და პროექტებს თავად არ უხელმძღვანელებთ, არაფერი გამოვა. იყავით მეტად მიზნამიმართული, სურვილების ასრულების დრო დაგიდგათ.
კირჩხიბი
დაფიქრდით, რა გიქმნით შფოთისა და შიშის მიზეზს. გაანალიზეთ, ვის შეუძლია თქვენი დახმარება, რა უნდა მოიქმოქმედოთ თავად. მოერიდეთ კონფლიქტებს და კარგად შეაფასეთ თქვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ლომი
დაძაბულობა მოიმატებს და ეცადეთ, მაქსიმალური სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ეცადეთ, სამსახურის საქმეების გამო არ გაუფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
ქალწული
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ეცადეთ, საღამოს მაინც დაისვენოთ შვიდ გარემოში. ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს, მაგრამ მშვიდად შეხვდით სიახლეებს, უსიამოვნოსაც კი.
სასწორი
მშვიდი და მარტივი საქმეები მოაგვარეთ. არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად. მოერიდეთ ფულის ფლანგავს. ჩამოწერეთ ის სფეროები, სადაც ფულის დაზოგვას შეძლებთ.
მორიელი
გარშემო მყოფები თქვენ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. დაეხმარეთ ყველას, ვინც რჩევისა და ფულისთვის მოგმართავთ.
მშვილდოსანი
თუ ბოლო დროს უცნაური დამთხვევების სერია გქონდათ უნდა დაფიქრდეთ, იქნებ, რაღაც იცვლება თქვენს ცხოვრებაში. საღამო ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
გარშემო მყოფების ყურადღება თქვენი აქტიურობითა და საქმის ცოდნით მიიქციეთ. ეცადეთ, ახლაც არ დაეცეთ მათ თვალში. სასიამოვნო ნაცნობობაც გელით.
მერწყული
შიშებისა და გაურკვევლობების პერიოდი დასრულდა. დღეს აქტიურად უნდა იმოქმედოთ. მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაში ახლობლები დაიხმარეთ. არაფერზე იდარდოთ, ცოტა ხანში სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოს შეტრიალდება.
თევზები
მშვიდ, აპათიურ სიტუაციაში ხართ და საერთოდ არ გსურთ აქტიურად მოქმედება, საქმეების მოგვარება. გარშემო მყოფების აგრესიულობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ნურც კამათში ჩაერევით.