8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

08/04/2018

ვერძი
მოერიდეთ რთული საქმეებისა და ვალდებულებების შესრულებას. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში.

კურო
დასვენებისა და სიამოვნების დღეა. საღამოს შინ ნათესავებს, მეგობრებს უმასპინძლეთ. გული მხოლოდ ერთგულებს გადაუშალეთ.

ტყუპი
კარგი დღეა შემოქმედებით იდეების განსახორციელებლად. გამონახეთ დრო და ნათესავებს შეეხმიანეთ.

კირჩხიბი
დღეს საქმეებისგან უნდა დაისვენოთ და დრო ბუნებაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

ლომი
მგზავრობა კარგია დღის პირველ ნახევარში. ნუ დაგეგმავთ რთულ საქმეებს. ღიმილიანი იყავით გარშემო მყოფებისადმი.

ქალწული
ნურავის ნურაფერს დაპირებით. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

სასწორი
კარგი დღეა მშვიდ გარემოში დასასვენებლად. ნუ გადაიღებით ფიზიკურად. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
კრეატიული იდეების განხორციელების დღეა. ზოგიერთს რომანტიკული სიურპრიზი ელის.

მშვილდოსანი
სხვა დღისთვის გადადეთ ურთიერთობების გარკვევა. იყავით ღიმილიანი. მეტი დრო გაატარეთ მეგობრების, ნათსავების გარემოცვაში.

თხის რქა
შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. ზოგიერთი ავეჯს გადაადგილებს. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. მოუსმინეთ საყვარელ შემსრულებლებს.

მერწყული
დილა შეხვედრებს, მოკლე მანძილზე მგზავრობას დაუთმეთ. იყავით დაკვირვებული, არაფერი დაგავიწყდეთ, დაკარგოთ.

თევზები
საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ/მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. განწყობას გაგიუმჯობესებთ გემრიელი კერძი, მუსიკა, სასმელი. საღამოს განმარტოება მოგინდებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0