9 აპრილის ბაღში 50 კოლხური ჯიშის ბზა დაირგო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 9 აპრილის ბაღში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, ორმოცდაათი კოლხური ჯიშის კონუსისებრი და მრგვალი ბზა დაირგო.
გამწვანებით სამუშაოებში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს.
“ეს არის ერთის მხრივ, სიმბოლური ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია ბზობის დღესასწაულთან. წლების განმავლობაში იჭრებოდა ბზა, ამიტომ მოჭრის ნაცვლად უნდა დავრგოთ და გავახაროთ ეს იშვიათი სახეობა. თითოეული ჩვენგანის ვალია, უფრო მეტად გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნული ღონისძიება სიმბოლურია და მიზნად ისახავს მოსახლეობის ჩართულობას კამპანიაში – „ნუ მოჭრი ბზას“.

Visited 250 times, 1 visit(s) today