ქართული კომპანიების ავღანეთის ბაზრებზე საქმიანობის შესაძლებლობა განიხილა ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან. ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე ავღანეთის ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა და იმ სექტორებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც შესაძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართულ ბიზნესთან. მათ შორის, ენერგეტიკაზე, სამშენებლო სექტორზე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე და სხვ. მან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს ავღანეთში ქართული კომპანიებისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ მათ მიიღონ მონაწილეობა როგორც სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში, აგრეთვე იმ სამშენებლო პროექტებში, რაც ავღანეთში ხორციელდება