ქუთაისს იაპონიის საგარეო საქმეთა, საპარლამენტო ვიცე-მინისტრი, მოტომე ტაკისავა და იაპონიის ელჩი საქართველოში სტუმრობდნენ

ქუთაისს იაპონიის საგარეო საქმეთა, საპარლამენტო ვიცე-მინისტრი, მოტომე ტაკისავა და იაპონიის ელჩი საქართველოში, ტოშიო კაიტანი, სტუმრობდნენ. მათ მასპინძლობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გაუწიეს.
სტუმრებმა ქუთაისში არსებული ღირშესანიშნაობები, მათ შორის, უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბაგრატის ტაძარი, მოინახულეს. დელეგაციის წევრებმა ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამომავლო თანამშომლობის გეგმებიც დასახეს.

Visited 208 times, 1 visit(s) today