ბათუმში ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. იცვლება გრუნტი, მონტაჟდება სანიაღვრე სისტემა, რის დასრულებისთანავე მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, ქუჩებზე, სადაც უკვე დასრულდა მიწისქვეშა სამუშაოები, მიმდინარეობს ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობა. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის I ეტაპის ფარგლებში 25 ქუჩის კეთილმოწყობა იყო დაგეგმილი. რაც შეეხება პროექტის II – III ეტაპებს, გათვალისწინებულია 21 ქუჩის კეთილმოწყობა. აღნიშული სამუშაოების ღირებულება ჯამში 43 მილიონამდე ლარს შეადგენს. ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.