ქუთაისში უკვე მეორე წელია გარე განათებები დიოდური სანათებით იცვლება

ქუთაისში უკვე მეორე წელია გარე განათებები დიოდური სანათებით (LED ტიპის) იცვლება. აღნიშნული სანათები ეკონომიურია ენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, რაც ნაკლებ ხარჯს იწვევს.
გასულ წელს 1500-მდე ახალი დიოდური სანათი დამონტაჟდა. წელს შეიცვლება 3850. პროცესი გაგრძელდება მომავალ წელსაც.

Visited 191 times, 1 visit(s) today