მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში შესასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში შესასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
გზიდან ძველი ასფალტის აღება, მოშანდაკება უკვე დასრულებულია და ასფალტის დაგება მიმდინარეობს, რომელიც კვირის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის ფარგლებში დაიგება 600 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ასფალტის საფარი.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გაზმშენი 2“ ასრულებს, რომელმაც იგივე სამუშაოები უკვე განახორციელა წეროვანში, ციხისძირსა და ძველ ქანდაში. ვაზიანის შემდეგ სამუშაოები მუხრანის გზის მოასფალტებისთვის განახლდება.
ამ გზების მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 146 500 ლარის ოდენობის თანხა გამოიყო.

Visited 205 times, 1 visit(s) today