ზურაბ პატარაძე იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებს შორის ყურადღება ეკონომიკის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის საკითხებზე გამახვილდა. იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი 2015 წლის 1 სექტემბრიდან მოღვაწეობს. საქართველოში ჩამოსვლამდე ანტონიო ენრიკო ბარტოლი ვაშინგტონში მოღვაწეობდა, სადაც კურირებდა ეკონომიკურ დოსიეებს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის დეპარტამენტში „არაბული გაზაფხულის“ შემდგომ პერიოდში. დიპლომატიური კარიერის დაწყებამდე, 1991 წლიდან 1997 წლამდე, იგი ეწეოდა პროფესიულ ჟურნალისტურ საქმიანობას. ჰყავს მეუღლე და ხუთი ქალიშვილი.

Visited 181 times, 1 visit(s) today