ეგვიპტეში საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით ვიზიტით ეწვივნენ ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციას. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეგვიპტელმა ბიზნესმენებმა, ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ასოციაციის პრეზიდენტის მუჰამედ საბრის ხელმძღვანელობით.
შეხვედრის დროს მხარეებმა აღნიშნეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და განიხილეს საქართველო-ეგვიპტის თანამშრომლობის გზები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განათლების და ტურიზმის მიმართულებით. ეგვიპტურმა მხარემ ინტერესი გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მიმართ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ გამართა პრეზენტაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მხარეები მომავალი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ და ხაზი გაუსვეს, რომ იმუშავებენ ერთობლივი პროექტების ორგანიზებაზე ბიზნესის და ინვესტიციების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

Visited 145 times, 1 visit(s) today