ბოლნისს სულ მალე კიდევ ერთი ქვაფენილით მოკირწყლული ქუჩა შეემატება

ქალაქ ბოლნისში, სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობის სამუშოები დაიწყო. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,პრიორიტეტი” განახორციელებს.
ამ ეტაპზე გრუნტის მოხსნის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც 600 გრძივ მეტრზე ქვაფენილის დაგება დაიწყება.
მოეწყობა ტორტუარები და სანიაღვრე ცხაურებიც.
პროექტის განხორციელებისას 30-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
სააკაძის ქუჩის ქვაფენილით მოპირკეთების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა
და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Visited 178 times, 1 visit(s) today