ხარაგაულის სოფლებში გზების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

გამოცხადდა დაჩქარებული ტენდერები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სოფელ ფარცხნალსა და სოფელ ჩრდილში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მიზნით.
ფარცხნალში, აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელ გზას ჩაუტარდება სრული კაპიტალური რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი მოეწყობა გზის 980 მეტრიან მონაკვეთზე. რეგიონული განვითარების ფონდი გზის მშენებლობას 167 000 ლარით დააფინანსებს.
სოფელ ჩრდილში, კოშკის უბანში, 2კმ-სა და 400 მეტრზე მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის სავარაუდო ღირებულება 325 083 ლარია.
აღნიშნულ გზებზე სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გამგეობამ ტენდერები 13 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება იწყება 17 ივლისს და სრულდება 19 ივლისს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტბში ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა 5%-ია.

Visited 201 times, 1 visit(s) today