ჯიხანჯურის საზღვრის საავტომობილო გზის მოასფალტება დასრულდა

ჯიხანჯურის საზღვრის საავტომობილო გზის მოასფალტება დასრულდა. სამუშაოები აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. საავტომობილო გზის 2, 215 კმ – იან მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო, ასევე 1360 გრძივი მეტრი კიუვეტი, 355 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი მოეწყო. დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯიხანჯური-ცეცხლაურის საავტომობილო გზის 3 კმ – იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ჯამში საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 2 085 878 ლარი გამოიყო.

Visited 176 times, 1 visit(s) today