ქ. აბაშაში ცენტრალურ სტადიონზე სათამაშო მოედნის გასწვრივ წყალსაწრეტი არხის მოწყობის და ცენტრალური სტადიონის შენობის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა დაათვალიერეს. სამუშაოებს ელ-ტენდერში (spa170006728) გამარჯვებული შპს დ.ხ. კომპანი ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 798 ლარით ფინანსდება.
Visited 241 times, 1 visit(s) today