კონკურენტულ ბაზარზე ორმხრივი ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი USAID-ის პროექტის #G4G-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას – „კონკურენტულ ბაზარზე ორმხრივი ვაჭრობა“ დაესწრო. შეხვედრას ენერგეტიკული კომპანიების და თურქული კომპანიების -“Matriks”და “Pure Energy”-ის წარმომადგენლები და ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებიც დაესწრნენ. “ევროკავშირის ენერგეტიკული დირექტივების თანახმად, 2019 წელს საქართველომ ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელი უნდა დანერგოს. ახალ მოდელზე უმტკივნეულოდ გადასვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თურქი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება. მათ უდიდეს წარმატებას მიაღწიეს კონკურენტული ბაზრის განვითარების მხრივ და მათთან თანამშრომლობა ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნება.

Visited 182 times, 1 visit(s) today