ჩაისუბანში წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

ჩაისუბანში წუხელ გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დღეს დაზარალებულები მოინახულა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.
საცხოვრებელი სახლი სავარაუდოდ სიძველის გამო ჩამოინგრა. ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიათ. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა სტაბილურია. დაზარალებულებს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.
დაზარალებულთა მდგომარეობას გამგეობის შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან..

Visited 204 times, 1 visit(s) today