რუსთაველის ქუჩის იმერული ჭიშკრების რეაბილიტაცია დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი რუსთაველის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც იმერული ჭიშკრების რეაბილიტაცია დაიწყო. გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები ა(ა)იპ თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის უფროს ტარიელ ფანჩულიძესთან ერთად მოინახულა. თერჯოლის გადასახვევიდან ცენტრამდე 37 ხის ჭიშკარი მეტალის კონსტრუქციით შეიცვლება, ასევე შეკეთდება დაზიანებული ღობეები.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს ქალაქის იერ-სახის მოსაწესრიგებელი სამუშოები: მოასფალტდა მრავალბინიანი სახლების ეზოები, გაკეთდა სკვერი და მემორიალი, ორი შადრევანი.
დღესვე თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რუსთაველის ქუჩის II ჩიხში მიმდინარე წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.

Visited 420 times, 1 visit(s) today