ქალაქ ონში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მედიათეკის სარეაბილიტაციო-სარეკოსნტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 896 565 ლარი. შენობა დასრულებულ სახეს შემოდგომისათვის მიიღებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი მოინახულა ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მოადგილესთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.
ონში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მედიათეკის სარეაბილიტაციო-სარეკოსნტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს
03/08/2017