მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზაზე ასფალტობეტონის საფარის მეორე ფენა დაგებულია

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწისა და სოფელ ნაგვაზაოს დამაკავშირებელი გზაზე ასფალტობეტონის საფარის მეორე ფენა დაგებულია.
პროექტის ფარგლებში დაიგო 3 905 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყო დამხმარე ნაგებობი (ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემები, მილხიდები და სხვა)
სამუშაოებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, ინფრასტრუქურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან ერთად გაეცნო.
პროექტის ღირებულება 831 381 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,მარტვილავტოგზა“-მ შეასრულა.
ნაგვაზაო – ხუნწის გზის მშენებლობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოები შესრულებულია 95%-ით.

Visited 252 times, 1 visit(s) today