დადიანის N32-N34-ში ისტორული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისის განვითარების ფონდი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, შალვა დადიანის ქუჩა N32-N34-ში მდებარე 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში, ისტორიული შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ნაწილია. ამჟამად, ისტორიულ სახლებზე შემდეგი სამუშაოები მიმდინარეობს: შენობების სრული კონსტრუქციული გამაგრება ; არსებული აივნების და დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, ხოლო დაზიანებული ხის დეტალების შეცვლა ახალი ანალოგიური ნაკეთობებით; ახალი კარ-ფანჯრების მოწყობა; დაზიანებული სახურავების მთლიანად შეცვლა და ახლის მოწყობა; შიდა და გარე საინჟინრო ქსელის შეცვლა (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელ. მომარაგება, სუსტი დენები) ეზოს შიდა მხარეს არსებული ავარიული სახლის დემონტაჟი და ახლის მოწყობა. თბილისის განვითარების ფონდი შალვა დადიანის ქუჩა N32 -ში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე, ხოლო N34-ში ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2018 წლის პირველ კვარტალში დაასრულებს.

Visited 171 times, 1 visit(s) today