ჭიათურაში, ტოლსტოის ქუჩაზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია დაიწყო

ჭიათურაში, ტოლსტოის ქუჩაზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ქუჩაზე არსებული ყველა ეზოს მოასფალტება.
ადგილზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ და გამგებლის მოადგილე თემურ შეყლაშვილმა დაათვალირეს.
ტოლსტოის ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა ,,კლასიკ სტროი” ასრულებს.
პროექტის საერთო ღირებულება 140 800 ლარს შეადგენს.

Visited 264 times, 1 visit(s) today