სახანძროების მომარაგების სამუშაოებში, თავისი ტექნიკით, რამდენიმე კომპანია ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში კვლავ უწყვეტ რეჟიმში ებრძვიან ხანძარს. მძიმე რელიეფურ პირობებში სახანძრო მანქანების გართულებული გადაადგილებისა და დროის დაზოგვის გამო, საგანგებო შტაბში შემუშავებული გეგმა წარმატებით მუშაობს – ხანძრის კერებთან მისული სახანძრო მანქანების წყლით მომარაგების მიზნით სამხიდიან ავტომობილებზე დამაგრდა წყლის რეზერვუარები, დატვირთული ავტომობილები სახანძრო მანქანებს უწყვეტად ამარაგებენ წყლით. სახანძროების მომარაგების სამუშაოებში, თავისი ტექნიკით, რამდენიმე კომპანია ჩაერთო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქრუსენერგო, გაზის ტრანსპორტირების კომპანია და ბლექ სი გრუპი.

Visited 232 times, 1 visit(s) today