ფოთი–გრიგოლეთი – ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში განიხილეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 სენაკი–ფოთი-სარფის საავტომობილო გზის, ფოთი–გრიგოლეთი – ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.
შეხვედრის მიზანი იყო დაგეგმილ სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
საჯარო განხილვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ბადრი გობრონიძე და გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტები დაესწრნენ.

Visited 589 times, 1 visit(s) today