მაცხოვრისკარიდან ძველი აბაშის მიმართულებით გზა მოასფალტდა

სოფ. მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით 2 კილომეტრიანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. პროექტი „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. 307 527 ლარის სამუშაოები ელ-ტენდერში (spa170008713) გამარჯვებულმა კომპანია სს. “არქეოპოლისი“-მა შეასრულა. შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა.

Visited 195 times, 1 visit(s) today