სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს, მათ შორის, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებების გამოყენებით. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ვერტმფრენი.
ამ დროისათვის, ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ათეულობით მეხანძრე–მაშველი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან და მთა–თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან მდებარე ტყის მასივებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. რთული რელიეფის გამო, ორივე ლოკაციაზე, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია – საქართველოს 2 და ირანის კუთვნილი 2 ვერტმფრენი.

Visited 202 times, 1 visit(s) today