ზაზა გულიაშვილმა გვერძინეთი-ქოზიფის გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა გვერძინეთი-ქოზიფის გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.იგება გზის 650 მეტრიანი მონაკვეთი,რომლის ღირებულება შეადგენს 184 356 ლარს.სამუშაოებს ახორციელებს „ამხანაგობა განთიადი“.პროექტი დასრულდება სექტემბრის ბოლოს.

Visited 350 times, 1 visit(s) today