ზუგდიდის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე, შიდა საუბნო გზები ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სვანებისა და ზემო სათორდიოს უბნებში მოწესრიგდა. 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზები ეტაპობრივად რეაბილიტირდება, რისთვისაც 500 000 ლარამდე იხარჯება.

Visited 182 times, 1 visit(s) today