ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ავტომოსაცდელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 7 ავტომოსაცდელის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
ახალი გაჩერებები მოეწყო: თორის №120-ის მიმდებარედ; მესხეთის ქუჩაზე; სოფელ ჭობისხევში; სოფელ ყვიბისში; სოფელ დაბაში; სოფელ ქვაბისხევში; სოფელ ტიმოთესუბანში;
პროექტები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 37 407 ლარით დაფინანსდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ავტომოსაცდელების რეაბილიტაცია გასულ წლებშიც განხორციელდა. ქალაქ ბორჯომის მასშტაბით, განახლდა მთავარ ქუჩებზე არსებული ყველა გაჩერება.

Visited 169 times, 1 visit(s) today