დაბა ასპინძაში შიდა გზების კეთილმოწყობა გრძელდება

დაბა ასპინძაში შიდა გზების კეთილმოწყობა გრძელდება. სამშენებლო სამუშაოები ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ფიროსმანის, არაყიშვილის, ერკოტის ქუჩებსა და „ერეკლეს ნახიდარიდან“ ვარძიის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთზე. პროექტის ფარგლებში ასფალტ ბეტონის საფარი 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე მოეწყობა. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 380 ათასი ლარით ფინანსდება.
ჯამში მიმდინარე წლის განმავლობაში ასპინძის მუნიციპალიტეტში 7 მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, შედეგად კი 14 კილომეტრამდე სიგრძის გზა მოწესრიგდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

Visited 164 times, 1 visit(s) today