შემოქმედში სახალხო დღესასწაული „შემოქმედობა 2017“ და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ აღინიშნა

21/09/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში სახალხო დღესასწაული „შემოქმედობა 2017“ და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ აღინიშნა.
„შემოქმედობის“დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფლის პარკში, მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა.
პროექტ „გურული დღიურების“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე რეზო ზოიძე და ქალაქ ოზურგეთის წმ. ნინოს სამრევლო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანა მენაბდე. ფონდმა “გურული დღიურები“ საუკეთესო მოსწავლეებს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში სტიპენდია დაუნიშნა.
რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალზე გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ანსამბლები მგალობელ-მომღერალთა გუნდი: ,,შემოქმედი”, ,,ელესა”, ,,იადონი”, გოგონათა ანსამბლი ,,რეხეული”. ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,ურეკი”, ,,ბალავარი”, ,,კოლხა” და ,,აისი”.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფოლკორული ანსამბლი: ,,ვახტანგური”, ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული-ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლი ,,გურია”.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები : ,,გურია”, ,,მანდილი”, ხალხურ საკრავთა ანსამბლი: ,,ნართი”, მგალობელ-მომღერალთა გუნდი: ,,ამაღლება”.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი: ,,მხედრები”. ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლა.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„პროექტ “Check in Georgia”- ს ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, რეგიონალურ ფესტივალს „ფუძეობას“ მასპინძლობს, რომელიც სოფელ შემოქმედში იმართება. რეგიონული მასშტაბით „შემოქმედობა“ წელს პირველად ტარდება და არაჩვეულებრივი საღამოს მომსწრენი გავხდით. ვულოცავ სახალხო დღესასწაულს თითოეულ შემოქმედელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და გურიის მოსახლეობას.
მინდა აღვნიშნო, რომ შემოქმედი, ეს ულამაზესი სოფელი, წლის ნებისმიერ სეზონზე უამრავ, ტურისტს, სტუმარს მასპინძლობს. აქ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. მოეწყო ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო გალამაზდა შემოქმედი“- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.
სახალხო დღესასწაული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის და ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.
„შემოქმედობა – 2017“ ანსამბლ „მგზავრების“ კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0