ძლიერი წვიმის გამო ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთში უხვი ნალექის გამო, მეწყერი სოფელ ქობულეთის ცენტრალურ გზაზე ჩამოწვა. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება. მეწყრული პროცესი სოფელ ქობულეთში სამ სხვადსხვა ადგილას განვითარდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი უკვე შეიკრიბა. მობილური ჯგუფი კი ყველა პრობლემურ უბანზე გასულია.
უხვი ნალექის გამო ელექტრომომარაგების კუთხით პრობლემები სხვა სოფლებშიც შეიქმნა. შუქის გარეშეა დარჩენილი ხუცუბნის მოსახლეობაც.

Visited 252 times, 1 visit(s) today