ტრანსპლანტაციის პროგრამას ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი დაემატება, რაც უამრავი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს

მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის, ხოლო ტრანსპლანტაციის პროგრამას – ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი.„ეს ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ესაჭიროება, თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს“ – განაცხადა კახა კალაძემ.

Visited 113 times, 1 visit(s) today