მიხეილ ჯანელიძემ გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ვიზიტი და ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრა შეაფასა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ვიზიტი და გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრა შეაფასა„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, ასევე დრო ამ შეხვედრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საშუალება პირადად მიელოცა კანცლერისთვის მისი პარტიის გამარჯვება გერმანიის არჩევნებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისთვის. შეხვედრისას შევეხეთ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს, რომელიც ძალიან აქტიურად ვითარდება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

Visited 125 times, 1 visit(s) today