საქართველოს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის, „Al-Bawani Group”-ის აღმასრულებელი დირექტორის ეწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ეწვია საუდის არაბეთის სამეფოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფის „Al-Bawani Group” აღმასრულებელი დირექტორი, ფახერ ალ შავაფი. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, „Al-Bawani Group“-ის დელეგაცია ადგილზე გაეცნობა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ასევე, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

Visited 186 times, 1 visit(s) today