ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ღირსება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ, აფხაზეთის ომში დაღუპულ 25 გმირს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრეს.
ირაკლი კობახიძე – „ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს, ჩვენ ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს. ამ ადამიანებმა მოგვცეს ჩვენ მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსთვის თავდადების და ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ასეთმა ადამიანებმა მოიტანეს დღემდე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ღირსება“.

Visited 220 times, 1 visit(s) today