რეგიონის გუბერნატორი, აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
გრიგოლ ნემსაძე ამჯერად რუსთავის სპორტული სკოლების ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შეხვდა, მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და სფეროში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა.
მხარის გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სპორტის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე და სპორტსმენებს მხარდაჭერას დაპირდა.
გრიგოლ ნემსაძე რუსთავის სპორტული სკოლების ხელმძღვანელებსა და მწვრთნელებს შეხვდა
20/10/2017