თბილისში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის პირველი თემატური ჯგუფის – „ეკონომიკური დიალოგი; საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი; სტატისტიკა; ფინანსური მომსახურება; ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი; თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა და კონტროლი” რიგით მესამე სხდომა გაიმართა.
სხდომაში საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ევროკომიისიის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის პირველი თემატური ჯგუფის სხდომა გაიმართა
26/10/2017