არჩილ ჯაფარიძემ ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მშენებარე მცირე სპორტული მოედნები დაათვალიერა

სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში მშენებარე მცირე სპორტული მოედნები დაათვალიერა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპისთვის 14 მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სპორტული აქტივობების გაზრდას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

Visited 190 times, 1 visit(s) today