ვატიკანში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 13-14 ნოემბერს, პაპის აღმოსავლეთის ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა. კონფერენცია პაპის ქრისტიანთა ერთობის საბჭოს მდივანმა, ეპისკოპოსმა ბრაიან ფარელმა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა გახსნეს.

Visited 116 times, 1 visit(s) today