გუბერნატორის სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

30/11/2017

სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სათათბირო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
იმსჯელეს მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და 2018 წლის სამოქმედო გეგმებზე, ძირითად პრიორიტეტებად მომავალ წელსაც საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების რეაბილიტაცია რჩება.
გარდა ამისა, მხარის გუბერნატორმა გამგებლებს მუნიციპალიტეტებში დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდა. საახალწლო სამზადისისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს მუნიციპალიტეტების ახლადარჩეულმა მერებმა.
აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით საქმიანობს, დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0