ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ვიცე-მერთან ერთად ე. წ. ჭაობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე სამუშაოები ლუკა ასათიანის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება. პარალელურად, ხორციელდება ბაზალტის ბორდიურებისა და ორშრიანი დეკორატიული ფილების მოწყობა. აღნიშნულ ქუჩაზე უკვე გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 79 ათას 440 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ვაჟა-ფშაველასა და 26 მაისის ქუჩების კეთილმოწყობა. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ 360 ათას ლარს შეადგენს.
დღესვე, ლაშა კომახიძე ინასარიძის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ატრაქციონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ლაშა კომახიძემ ჭაობის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
04/12/2017