ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, მასშტაბური კამპანია იწყება

ბავშვებისა და ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად, მასშტაბური კამპანია იწყება. ამ ინიციატივის შესახებ განცხადება განათლებისა და კულტურის მინისტრებმა 45-ე საჯარო სკოლაში ვიზიტისას გააკეთეს.
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 2018 წლის იანვრიდან კამპანია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას მოიცავს. სპორტულ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან ყველა ასაკის მოსწავლეები თავიანთი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად.

Visited 111 times, 1 visit(s) today