ანა ნაცვლიშვილი ბათუმში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს შეხვდა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ბათუმში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს ნატა იმედაიშვილს შეხვდა.
შეხვედრა აჭარის რეგიონში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა და მასზე “საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს. ანა ნაცვლიშვილმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორისაგან აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიცია მოისმინა.

Visited 212 times, 1 visit(s) today