ჭიათურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საბავშვი ბაღი შეემატა

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი საბავშვი ბაღი შეემატა. 30 აღსაზრდელზე გათვლილი,თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ბაღის შენობა, სოფელ ითხვისის მეორე საჯარო სკოლის ბაზაზე გაიხსნა.
ჭიათურის მერის პირველმა მოადგილემ გივი მოდებაძემ შენობა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ინა ასანიძესთან და ბაღის პატარა აღსაზრდელთან ერთად გახსნა. ბაღის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 ათას 480 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს“ზმ ჯგუფმა“ განახორციელა.

Visited 214 times, 1 visit(s) today