საქართველოს ვიცე-პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სომხეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან. მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტი სომხეთში და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
Visited 102 times, 1 visit(s) today