სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად, ჯიხაიშის და იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბაგა-ბაღების და საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის მერმა ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2 ბაგა-ბაღის და 3 საჯარო სკოლის, იანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ბაგა-ბაღის და საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თითოელი ბაღის და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მოსაგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები ჩაინიშნა. დღესვე ვალერი ფოცხვერიამ ეწრის სასჯარო სკოლის და ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ -მუზეუმის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის მერმა თითოეული პრობლემის გადაჭრის გზებზე და შესაძლებლობის ფარგლებში მათი მოგვარების გეგმაზე ისაუბრა.